"ჩემი მოკვლა სცადა, გონი რომ დამიბრუნდა, ვხედავ ძირს დაგდებულ ჩემს 16 წლის დას, რომელიც მთლიანად სისხლშია..." - რას წერს გოგონა, რომელზეც ნათესავმა იძალადა?
სოციალური ქსელში მომხმარებელი, ანო მოზაიძე პოსტს აქვყენებს და წერს, რომ მასსზე მისმა ნათესავმა იძალადა.
"დღეს ჩემივე სახლში და ჩემი ბებოს პანაშვიდზე ჩემმა ნათესავმა ჩემი მოკვლა სცადა.
მკლავდა, ხალხო. მეცა, თავში მირტყა მუშტები, არც ვიცი რამდენი - გავითიშე რაღაც მომენტში. მხოლოდ ის გავიაზრე, რომ ვკვდებოდი და უცებ ვიღაცა გადამეფარა თავზე ტანით. მეთქი ვახ, მგონი გადავრჩი და გავითიშე.
გონი რომ დამიბრუნდა, ვხედავ ძირს დაგდებულ ჩემს 16 წლის დას, რომელიც მთლიანად სისხლშია. მთელი სახე სისხლიანი აქვს, გდია, კანკალებს და ვიღაცები ცდილობენ რაღაცა უშველონ.
და მე ვფიქრობ, რომ ვაიმე, მე გადავრჩი, მაგრამ პატარა და მომიკლა ზატო. და სანამ ეს ბავშვი აზრზე მოსული არ ვნახე, კიდე 790-ჯერ მოვკვდი.
ამ ყლეს ხომ არასდროს შეეძლო პირისპირ დამდგომოდა და ჩემს სიტყვაზე სიტყვით ეპასუხა? ჰოდა არც მუშტი ქონია საკმარისად მაგარი. იმდენი მირტყა და უბრალოდ ტვინის შერყევა მაქვს.
ამ მომენტში მხოლოდ ის მიკვირს, თავისქალა მთელი როგორ გადამირჩა, მართლა ხისთავიანი ვარ მგონი :დდ
საკუთარ სახლში რომ შოკერით უნდა ვიარო, იარაღის ტარების უფლება ავიღო და ვიღაცები ციხეში ამოვალპო - ამაზე დილას ვიფიქრებ, ახლა პატრონს ვერ ვცნობ.
და ჰო, ჩემი ძლივს ნაოპერაციები თვალი აღარ მუშაობს, საერთოდ ვეღარ ვხედავ.
მოკლედ, ქალს თუ სამი გრამი პირადი ღირსება გაგაჩნია და მოძალადე კაცებს თავზე არ ისვამ - ფასი ესაა.
ასევე, მთელმა კოლონამ მომაცილა მეორე სახლში, რომ სადმე არ დამხვედროდა. ვზივარ ახლა დიდი ავი ძაღლით, სპრეით და შოკერით შეიარაღებული და როდის სად დამხვდება ან მომივარდება ეს მანიაკი, არც ვიცი.
მაგრად მკიდია - ან მე დავასწრებ და ციხეში ამოვალპობ, ან ის მომკლავს. სადაც ვიწროა იქ გაწყდეს; ცოცხალი არავის არაფერს შეგარჩენთ და 790 ნათესავი ნუ შემეხვეწებით, რომ ის არ ვუქნა, რისი ღირსიცაა.
ამდენი წელია ამდენი ხვეწნის გამო ვინდობ და სიტყვის იქით არაფერს ვუშავებ. საბოლოოდ კი მოსაკლავად დამდევს.
შუადღეს გამზრდელი ბებო ჩამაკვდა ხელებში; მერე კინაღამ მე მიმაკლეს; მერე ჩემი და და ახლა მეგობრები მყარაულობენ. მეც ადამიანი ვარ, ეს დედა****", - წერს ანო მოზაიძე.