დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა
17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა ექსპერტისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპერტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება, იმ დრომდე სანამ, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცნობისათვის, 17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მტკიცებულებების დაზიანებისთვის ჰქონდა წაყენებული.