"უკრაინაში დაჭრილი ქართველი მეომარი სასწრაფოდ გადასარჩენია" - ვანო ნადირაძე ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„მეომრებო, ქართველებო ძალიან გთხოვთ გააზიარეთ!!!!
ეს ბიჭი არის სასწრაფოდ გადასარჩენი ქართველი მეომარი 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი !!!!
მივმართავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვისაც გაქვთ ვიცი ძალიან მჭიდრო კავშირი უკრაინის ხელისუფლებასთან , რომ გააკეთონ ყველაფერი და როგორც უკრაინელ მეომრებს უშვებენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ ისე გაუშვან ეს ბიჭიც.
მივმართავ ტელევიზიებს, ცრუ მეომრები რომ გყავთ ზოგიერთებს 24 საათი ეთერში და ერთხელაც არ არიან წინა ხაზზე ნამყოფოები , გააშუქეთ ამ ბიჭის ტრაგედია საქვეყნოდ!!!!
მოგმართავთ საზოგადოებას ძალიან გთხოვთ ყველას დაირაზმოთ ამ ბიჭის გადასარჩენად.
დიდი მადლობა მამაოს Ієромонах Нектарій Мчедлідзе ყურადღებას არ აკლებს ჩვენ მეომარს, ძალიან გთხოვთ ყველას დაუდგეთ გვერდში მამაოს ამ ბიჭის გადასარჩენად!!!“ - წერს ნადირაძე.