თეგებით ძიება

"თაიასთან მიმართებით არანაირად არ მაქვს ნეგატიური განწყობა. ის ფაქტი, რომ სალომე და მე ახლოს ვართ ერთმანეთთან, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თაია მეჯავრება" - ლუკა შაფაქიძე

"პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, ლუკა შაფაქიძე მეოთხე სეზონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"თაიასთან მიმართებით არანაირად არ მაქვს ნეგატიური განწყობა. ის ფაქტი, რომ სალომე და მე ახლოს ვართ ერთმანეთთან, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თაია მეჯავრება ან თაიას სოლიდარობას არ ვუცხადებ იმის გამო, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია წელს, სულ რამდენიმე თვეში.

ძალიან ძლიერი გოგოა და ვაფასებ მის გამბედაობას. როცა ფართიზე ვიყავი სტუმრად, ძალიან თბილადაც შემხვდა. გთხოვთ, არანაირად არ დამაკავშიროთ არც ერთ სასიყვარულო სამკუთხედთან. პირდაპირ რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ვისთანაა. შეიძლება მოგწონდეს ანა და მოგწონდეს თაიაც. გიყვარდეს სალომეც და ფიქრობდე, რომ თაიას ყურებაც საინტერესოა. მომწონდა თავის დროზე სოფოც, მაგრამ ახლა ფაქტია, მხოლოდ თაიას და ანას მხრებზე დგას პროექტი და ორივე ყურებადს ხდის შოუს.

როგორც მოთამაშე მომწონს ანა, ძლიერია და მარტივად იცილებს კონკურენტებს თავიდან. მის ბევრ ქცევას არ დავაფასებდი რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის თამაში, სადაც ყველა პირველობისთვის იბრძვის (კარგი იქნებოდა თავის დროზე გამეაზრებინა ეს) და ასევე კარგი იქნება, თუ თქვენც მოუკლებთ ჰეითს და უშვერი სიტყვებით უცნობი ადამიანების ოჯახების გინებას, თქვენ თვითონ გამოდიხართ კლოუნები, რომლებსაც ერთ-ერთი რეალითი შოუს გარდა სხვა საფიქრალი არ გააჩნიათ.

P.S: ძალიან გამეცინა თაიას რეაქციაზე, როცა მწვანე ფერის „არ-მოხდენაზე“ გაჭედა. ჩემი ბავშვური დრამები გამახსენდა, კოღოს რომ სპილოდ ვაქცევდი ხოლმე და დასანანია, თუ ჩემი პოსტები/ხუმრობები ვინმეს სერიოზულად მოგხვდათ გულზე, ან რამენაირად ნიკოს და სალომეს დაუკავშირეთ.

საერთოდ არ გვისაუბრია მე და სალომეს თაიაზე „პრაიმ ჰაუსის“ გარეთ. სანამ უცნობი ხალხი მივარდებით და ქაჯებივით ყეფთ, გეტყვით, რომ ჩემი პოსტების შემდეგ თაიას მივწერე კიდეც და სქრინსაც დავდებ კომენტარებში,“ - დაწერა ლუკა შაფაქიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა