თეგებით ძიება

ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტია - ყველა კარგად ხვდებით, რომ კანდიდატის სტატუსს თუ ვერ იღებს ქვეყანა, ეს რუსული პარტიის დამსახურებაა - ლევან ხაბეიშვილი

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი - ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს თუ ვერ იღებს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ეს არის რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა, ეს პირ­და­პირ რუ­სე­თის აგენ­ტის, ФСБ-ს აგენ­ტის ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი კო­ბა­ხი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა,- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ფერს, რა­საც შე­უძ­ლია ხელი შე­უ­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ბო­ტა­ჟი მო­ახ­დი­ნოს, აკე­თებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რაც და­ა­ზი­ა­ნებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ვი­ღოთ და მე ასე­ვე მინ­და ვუ­პა­სუ­ხო რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მე­ლიც თურ­მე ოპო­ზი­ცი­ას აბ­რა­ლებს, ჩვენ ეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უკვე უნდა გვქონ­დეს უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად. მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა არ აქვს ქარ­თველ ხალ­ხს და კარ­გად ხვდე­ბი­ან, ეს სტა­ტუ­სი რომ არ გვაქვს, ვისი ბრა­ლია. მა­შინ ვისი ბრა­ლი იყო, რა­ტომ ვერ მი­ვი­ღეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად? რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის ბრა­ლი ხომ არ იყო, რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის გამო ხომ არ მოხ­და, რომ გა­და­დეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­ცე­მა? ამი­ტომ ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს თუ ვერ იღებს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ეს არის რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა, ეს პირ­და­პირ რუ­სე­თის აგენ­ტის, ФСБ-ს აგენ­ტის ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი კო­ბა­ხი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც კარ­გად ას­რუ­ლებს რუ­სულ ინ­სტრუქ­ცი­ებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად. ამი­ტომ არა­ვის არ უნდა შე­ე­პა­როს იმა­ში ეჭვი, რომ რუ­სუ­ლი პარ­ტია აკე­თებს ყვე­ლა­ფერს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­ბო­ტა­ჟი­რე­ბის­თვის და ის, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ გვაქვს და უნდა გვქონ­დეს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­დან ბო­ლომ­დე რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი და ეს და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც თქვა, რომ არ ახ­სოვს და არ იცის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სხვა­ნა­ი­რად სა­უბ­რობს. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, მათ შო­რის, ჩვენც, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა