"ხოდა, თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა" - რას წერს თინა ხიდაშელი?
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი:
„გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა უნდა დამწერა – ჩვენი ყველას ჯობდა!
აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!
ხოდა, თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა“, – წერს თინა ხიდაშელი.