თეგებით ძიება
01. 11. 2023 სპორტი

"საერთოდ უცნობიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა ერთ სეზონში, მჯერა მომავალ დაჯილდოებაზე უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებს“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო კონდომ მის მიერ ხვიჩასთვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაში ხმის მიცემის მიზეზებზე ისაუბრა.

"რატომ მივეცი ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?! - იმიტომ, რომ როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მიდგება საქმე, სახელდება წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ასეა თუ არა ეს?!

მე დიდი ხანია ფეხბურთის ექსპერტი ვარ და ამ სპორტით ვცხოვრობ.

ხვიჩა კვარაცხელიას მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ მე წინა სეზონამდე კვარას სახელი და გვარი არ ვიცოდი.

იგი გამოვიდა და წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა, მოიგო სკუდეტო, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, გახდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მისი გოლი დასახელდა სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად...

საერთოდ უცნობიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 სეზონში შეძლო, - აი ამიტომ დავუჭირე მე მხარი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მომავალ დაჯილდოებაზე უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებს...“, - განაცხადა ჟურნალისტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა