თეგებით ძიება

"ამბობენ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცაო... რა სიყვარულზეა ლაპარაკი 12 წლის ბავშვთან..." - ქარელში მომხდარი სექსუალური ძალადობის დეტალები

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა მო­ი­ტა­ცეს და სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს. გო­გო­ნა 12 წლი­საა, გამ­ტა­ცე­ბე­ლი კი 22-ის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგო ბე­ბი­ას­თან იყო სტუმ­რად. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით აქვს და­წყე­ბუ­ლი, რაც 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას გუ­ლის­ხმობს. 22 წლის ბიჭი და­კა­ვე­ბუ­ლია.

როგორც ambebi.ge-ს წყა­რო­ს ამბობს, 22 წლის ბიჭ­მა 12 წლის გო­გო­ნა ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც მოხ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი.

"და­ნა­შა­უ­ლია, აბა, რა არის, როცა ასე­თი პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვთან ამ­ყა­რებ სქე­სობ­რივ კავ­შირს, სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცაო... რა სიყ­ვა­რულ­ზეა ლა­პა­რა­კი 12 წლის ბავ­შვთან... დამ­ნა­შა­ვე მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ამის მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ორი­ვე ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან“, - ამბობს წყა­რო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა