"სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - ახალი დეტალები 13 წლის გოგოს გატაცების საქმეზე
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე 22 წლის ბიჭია დაკავებული. ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლაში, სადაც დაზარალებული გოგო სწავლობდა, აცხადებენ, რომ კოლის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთა განცხადებით, შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.
„წუხელ ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო. მანდატურის სამსახურმა გააკეთა რეფერირება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სხვა რაიმე ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. დაზარალებული არის მე-7 კლასელი გოგონა..." - აღნიშნავენ მოზარდის სკოლაში.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, არასრულწლოვანი გოგო, ცოლად მოყვანის მიზნით, ამავე სოფლის მკვიდრმა, 22 წლის მამაკაცმა მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. გოგონა 13 წლისაა. არასრულწლოვანი ქარელში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
პოლიციამ ახალგაზრდა კაცი უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული.