თეგებით ძიება

"ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ივანიშვილს - ლევან ხაბეიშვილი

"ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ივანიშვილს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და  ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

"საქართველოს მოქალაქემ, ქართველმა ხალხმა, პირველი რაუნდი მოუგო "რუსულ ოცნებას,"  რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია. პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ და მე მინდა ეს პირველი წარმატება, პირველი ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩენ უნდა ვიზეიმოთ მთავარი გამარჯვება რუსულ ოცნებაზე და რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს. 

მინდა ასევე მივულოცო, უკრაინის მოსახლეოებას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, მოლდოველ ხალხს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები," - თქვა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა