შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება - ღარიბაშვილი რეკომენდაციაზე
"შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
"უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილეება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს, დიდ ეროვნულ საქმეს", - განაცხადა მან.