ოზურგეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს
ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს(ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.