თეგებით ძიება

ფინეთში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მომხდარის შედეგად მამაკაცს სამი ზედაპირული ჭრილობა აქვს მიყენებული. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება, როგორ დაშავდა“,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. 

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას სამართალდამცველები ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა