თეგებით ძიება

"განა ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და ვაჟა-ფშაველას ევროპიული ნაშრომების დაზუთხვამ არ მიიყვანა ლაზარე იმ აზრამდე?" - რას წერს გელა ზედელაშვილი?

ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პატიმარ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ წერს.

"ჭკუას აცდენილები!

კი, ბატონო, დიდი მადლობა ლაზარეს ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯისთვის, მაგრამ მარტო ლაზარე რას იზამდა, თუ არა მამამისი ,,ქესტუმა''?

ბოლოს და ბოლოს, მარტო ლაზარე რას მოახერხებდა, თუ არა მისი სახელოვანი წინაპრები? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა... განა ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და ვაჟა-ფშაველას ევროპიული ნაშრომების დაზუთხვამ არ მიიყვანა ლაზარე იმ აზრამდე, რომ ბიძინა ივანიშვილის ,,ოხრანკისთვის'' ,,მოლოტოვის კოქტეილი'' უნდა ესროლა? რომ არა სახელოვან წინაპართა მეცადინეობით გამოწვეული აღტყინება, დღეს ლაზარე არ იქნებოდა გამომწყვდეული პუტინის სატუსაღოში. 

და რა?

ცარიელი მადლობა ვის რაში არგია? ცარიელი მადლობა რის მომტანია?

ნუთუ ერთი ,,მენდალი'' მაინც არ ეკუთვნის ახალგაზრდას, რომელმაც ამ დღეებში ასეთი სიხარული და სიამაყე განგვაცდევინა?

ზოგიერთნი ჯღნავიხართ, კვარაცხელია, მამარდაშვილი და მავნებიო, ეგენი გვახარებენ ევროპიულ საწყისებზეო.

ნურას უკაცრავად!

ლაზარე რომ გვახარებს და გვაღტყინებს, ისე ვერავინ. მის მიერ გამოწვეული აღტყინებულობა უკავშირდება მამულს, ენას, სარწმუნოებას, ხოლო ესენი, კვარაცხელია და მავნები უაზროდ დასდევენ მომრგვალებულ ტყავსა და 7-მეტრიან ხარიხებს შორის თუ შეაგდეს, ასევე უაზროდ პარჭყავენ ხელებს. ეს არის უბრალოდ საპნის ოპერა, სუ ერთი და იგივე, ერთი და იგივე, აღარა კმარა?!

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ერთი წმიდა გიორგისა თუ არა, გორგასლის ,,მენდალი'' მაინც არ ეკუთვნის?

,,ქესტუმას'' ღირსების ,,მენდალი'' არ ერგება ეგეთი ღვაწლმოსილი შვილის აღზრდისთვის?

მართალია, ლაზარემ ,,ქესტუმა'' ტრაკში დაჭრა, მაგრამ მა როგო გინდათ? განა ჩვენმა წინაპრებმა არ წამოიძახეს, ევროპიული მომავალი მსხვერპლს ითხოვსო?

თუ შვილმა ტრაკში არ დაგჭრა, რაა მამული?!

მივმართავ მადამ პღეზიდანას!

სასწრაფო წესით გამოიტანოს ,,ლახანკით'' ,,მენდლები'' და მიაყაროს არა მხოლოდ ლაზარეს, ,,ქესტუმასაც''. დიახ, არა მხოლოდ ლაზარეს და ,,ქესტუმას'', მათ თანამოაზრეებსაც, განა ცოტანი იყვნენ იმ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილის ჩაფრებს რომ აუმხედრდნენ?

მიდით, მადამ პღეზიდანო, გაბედეთ, ამ ქვეყანაში ერთით მეტი გიჟი იქნება თუ ერთით ნაკლები, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ამათთან ერთად მაინც ჭკუას ხართ აცდენილი და ბარემაც ბოლომდე გაიტანეთ თქვენი პრინციპიალურობა!", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა