შეძრწუნებული ვართ ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით - ჯანმოს დირექტორი
ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა - ინფორმაციას საავადმყოფოს მედიკოსსა და "ჰამასის" მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ გამოცემას განუცხადა, რომ "სიტუაცია კატასტროფულია".
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
საავადმყოფოზე თავდასხმა დაგმო ინდონეზიამ, რომელიც ღაზაში მდებარე ობიექტს აფინანსებს.