სად შეიზღუდა გადაადგილება - გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გადაადგილება შეზღუდულია : ქუთაისი (მოწამეთა), ტყიბული-ამბროლაურის, (ნაქერალას უღელტეხილი), საჩხერე (სარეკი), უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზებზე.
ასევე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.