თეგებით ძიება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა ოპერირების დაწყების დღიდან 5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების დღიდან 5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. იღბლიანი მე-5 მილიონე მგზავრი საბა ადამიძეა, რომელიც Wizz Air-ით სალონიკის აეროპორტიდან ჩამოფრინდა საქართველოში და ავიაკომპანიისგან სამოგზაურო ვაუჩერითა და სხვა სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდა. მან აღნიშნულის შესახებ ბორტზე ფრენის დროს შეიტყო.

ავიაკომპანიამ ოპერირება ქუთაისში  2012 წელს  დაიწყო. Wizz Air ამჟამად ოპერირებს სამი A321 ტიპის ავიახომალდით, რომელიც ახორციელებს 28 რეისს 16 ქვეყნის მიმართულებით.    აღსანიშნავია, რომ Wizz Air 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2023 წელსაც ბაზრის ლიდერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა