თეგებით ძიება

„ყველა ჩალურჯებასა და დაზიანებას, რაც ჩემს შვილს აღენიშნებოდა, სიცელქეს ვაბრალებდი" - მშობლები 164-ე ბაგა-ბაღს ბავშვზე სავარაუდო ძალადობისთვის უჩივიან

თბი­ლი­სის 164-ე ბაგა-ბაღს მშობ­ლე­ბი უჩი­ვი­ან. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. მშობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ერთ-ერთი ბავ­შვის მშო­ბე­ლი მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ეს რამ­დე­ნი­მე დღეა გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად არე­უ­ლი მაქვს, მი­ჭირს კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და ფიქ­რს გა­ვურ­ბი­ვარ. გაბ­რა­ზე­ბა და შიში თა­ნაბ­რად გა­მე­ფე­ბუ­ლა ფიქ­რის სამ­ყა­რო­ში და სრულ ქა­ოსს ქმნის. ყვე­ლა­ზე სუს­ტი და და­უც­ვე­ლი მა­შინ ვარ, როცა პრობ­ლე­მა შვილს ეხე­ბა და ახლა სწო­რედ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის იმ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი პა­ტა­რა ლუ­სიც და­დის, ძი­ძე­ბი და აღ­მზრდე­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ. ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე შვი­ლე­ბი მიგ­ვყავს სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღის პა­ტა­რა ზო­მის ოთახ­ში, სა­დაც 40-მდე ბავ­შვია გა­მო­კე­ტი­ლი და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მათ კარ­გად მო­ექ­ცე­ვი­ან, ვი­მე­დოვ­ნებთ, რად­გან ეს სის­ტე­მა იმ­დე­ნად ჩა­კე­ტი­ლია, რომ მშობ­ლებს უამ­რა­ვი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ლა­ბი­რინ­თის გა­და­ლახ­ვა გვი­წევს, რათა მი­ვაღ­წი­ოთ ოთა­ხებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბამ­დე და ხში­რად ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ. ამი­ტომ ხში­რად მხო­ლოდ იმე­დი გვრჩე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯგუფ­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლი ლუსი და­დის, ბავ­შვე­ბის მი­მართ სის­ტე­მა­ტი­ურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს დღე­ე­ბია ვიხ­სე­ნებ ყვე­ლა ჩა­ლურ­ჯე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას, რაც ჩემს შვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და და რა­ტომ­ღაც სი­ცელ­ქეს ვაბ­რა­ლებ­დი, ვიხ­სე­ნებ მის პრო­ტესტს ბაგა-ბა­ღის ჯგუფ­ში შეს­ვლა­ზე და პა­ნი­კურ ტი­რილს, როცა ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ ბაღ­ში ყოფ­ნა კარ­გია. ვიხ­სე­ნებ მის ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბას, სა­თა­მა­შო­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­მა­ში­სას და ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­მე­პა­რა. ძა­ლა­დო­ბის თემა გამ­ჟღავ­ნდა და ისიც იმი­ტომ, რომ იგი­ვე ჯგუფ­ში ამა­ვე ბა­ღის დი­რექ­ტო­რის შვი­ლიშ­ვილ­ზე იძა­ლა­და ძი­ძამ. მხო­ლოდ მა­შინ მო­ახ­დი­ნა "რე­ა­გი­რე­ბა" ამ "ძა­ლა­დო­ბის ფაბ­რი­კის" დი­რექ­ტორ­მა, როცა ეს ძა­ლა­დო­ბა მის შვი­ლიშ­ვილს შე­ე­ხო." რე­ა­გი­რე­ბა" მარ­თლა რე­ა­გი­რე­ბა არ გე­გო­ნოს, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, დი­რექ­ტორს არ მი­უ­მარ­თავს ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის, პო­ლი­ცი­ის­თვის და არც მშობ­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბე­ბია. მო­ძა­ლა­დე ძიძა და­ი­ბა­რა და იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. ჩვენ, მშობ­ლებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­გეთ სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დაბ­ნე­უ­ლი და არე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ერთი რაც მტკი­ცედ გა­დავ­წყვი­ტე, და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა!" - წერს მშო­ბე­ლი.

ბავ­შვის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ ბა­ღის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას.

წყარო: AMBEBI.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა