თეგებით ძიება

ჩინეთის გრანტის თანხითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორ სოფელში სპორტული მინისტადიონები მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენიმ დღეს მოაწერეს. შეხვედრა ჩინეთის საელჩოში გაიმართა.

გრანტის თანხითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორ სოფელში მერეთსა და ქვემო არცევში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინისტადიონების მოწყობა განხორციელდება.

პროექტი 300 000 ლარამდე თანხას ითვალისწინებს. 110 000 ლარამდე თანხას გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

სტადიონების მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა