თეგებით ძიება

საფრანგეთში 36 ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

საფრანგეთში, ჟირონდის ჟანდარმერიამ და სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) ვილენავ-დ'ორნონში და ტულუზაში, ჟირონდასა და ოტ-გარონის რეგიონებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავება შეძლო. მათ ბრალად ედებათ მხოლოდ 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე 36 ძარცვაში მონაწილეობა. ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჟირონდის პოლიციამ ქართული კრიმინალური დაჯგუფების კვალი ერთ-ერთი წევრის მანქანით აიღო. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ხუთკაციან დანაშაულებრივ ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლოთ. აღმოჩენილია მათი ნაძარცვი 250 ერთეული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა