ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? - ირაკლი კობახიძე
თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ და თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16%-იანი რეიტინგით - შეიძლება ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან?, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა კობახიძემ.