თეგებით ძიება

მხარდამჭერები რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ - ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“

2012 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ და მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე არჩევნებსაც და ასევე, გარანტირებულად წააგებენ მეთერთმეტე არჩევნებსაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.

„ყოველი არჩევნების წინ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] საკუთარ მხარდამჭერებს არწმუნებენ, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში იწვევენ იმედგაცრუებას. ამით ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ არჩევნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა