თეგებით ძიება

ბათუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ევანგელური ალიანსია.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი ევანგელური ეკლესიები და საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი კონფესიები, ქრისტიანი ღვთისმსახურები და მრევლი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.

„ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკუთხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში და ხაზი გაუსვა ამ მიმართებით რელიგიის სააგენტოს როლს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა