თეგებით ძიება

„ეს იყო პირველი უდიდესი სასწაული მამაოსგან და დღემდე ასე გრძელდება“ - მდუმარე ბერ ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაული

მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის მრევლის წევრი მეგობრის თავს მომხდარ სასწაულს იხსენებს, რომელსაც სასულიერო პირს უკავშირებენ.

„ჩემს გაბრიელს ორი წლის ასაკში ხელზე გაუჩნდა საოპერაციო კისტა... სწორედ მაშინ მიამბო ჩემმა დამ მამა ნიკოლოზის შესახებ… დავიწყე ფიქრი, რომ მასთან მიმეყვანა შვილი, სწორედ იმ დღეებში სიზმრად ვნახე მამა ნიკოლოზი და მამა გაბრიელი, სიზმრად დამლოცეს და მანიშნეს მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ადგილი.

გავიღვიძე, გადავამოწმე მისამართი და სწორედ იმ მისამართზე იყო, რაც მესიზმრა. რამდენიმე დღეში მივედით, მამაომ ფანჯრიდან გადმოგვხედა, დაგვლიცა, პირჯვრები გადმოგვსახა.. პირველი ემოციები სასწაული იყო;  მამაოს დანახვისას ამიტყდა ტირილი, უბედნიერესი ვიყავი, მამაოს ადგილსამყოფელს ვერ ვშორდებოდი, ენით აუწერელი ბედნიერება ვიგრძენი... გაბრიელი სულ სამჯერ მივიყვანე ფანჯრებთან დასალოცად, მესამედ მისვლის მერე ვუთხარი მამა ნიკოლოზს: - დაე, იყოს ნება შენი... სამ-ოთხ დღეში სასწაულებრივად ხელზე აღარაფერი ჰქონდა... ეს იყო პირველი უდიდესი სასწაული მამაოსგან და დღემდე ასე გრძელდება.  სულის და გულის მკურნალია ჩვენი მამაო....  მთავარია გულით მიხვიდე, მთავარია არავის უსმინო და შენ თვითონ ნახო საკუთარი თვალით და გულით, რა დიდი სიყვარულია...“ - ვკითხულობთ პოსტში.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა