თეგებით ძიება

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +16, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +20 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა