"33 ჭრილობა მქონდა, მათ შორის თავზე, მუცელზე, თირკმელზე, არ ვარ დაცული" - ქმრის მიერ სასტიკად ნაწამები ცნობილი ექიმი პროკურატურას მიმართავს
ქმრის მიერ ნაწამები ქალი პროკურატურას მიმართავს. გურანდა აბულაშვილი მოძალადისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. ცნობილ ექიმს აქვს ეჭვი, რომ კაცს ფსიქიატრიულიდანაც მალე გამოუშვებენ, რადგან გავლენიანი ნაცნობები ჰყავს. სწორედ მათი დახმარებით მოხვდა მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომელი კლინიკაში ციხის ნაცვლად. არადა, კაცი ახლა სასჯელს ცოლის განხზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უნდა იხდიდეს.
ძალადობის მსხვერპლი ქალი "პირველებს" ეუბნება, რომ მოძალადე, რომელმაც სხეულზე 33 ჭრილობა მიაყენა, დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.
გურანდა აბულაშვილის წერილი უკვე გენერალურ პროკურატურაშია. ის შოტაძის უწყებას საქმით დაინტერესებიკენ მოუწოდებს.
აბულაშვილის მიმართვის არესატი ასევე პრემიერ-მინისტრიცაა, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალი სთხოვს, საქმეშ ჩაერთოს.
"წერილი დავტოვე გენერალური პროკურორის სახელზე, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე. ამ წერილის შინაარსი არის ის, რომ პრეტენზია გამაჩნია პროკურორ ანა კაპანაძის მიმართ და ასევე, პრეტენზია გამაჩნია ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დადო სამხარაულის ექსპერტიზამ. მე არანაირად არ ვარ დარწმუნებული, რომ იქნება ჩემი უსაფრთხოება დაცული და ის არ ჩაიდენს კვლავ ასეთ სასტიკ დანაშაულს, ასეთი დამნაშავე, რომელიც შეიძლება 2-3 წელიწადში აღმოჩნდეს ქუჩაში და თავისუფლად გადააგილდეს.
ასევე, მინდა მივმართო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გაეცნოს ამ საკითხს და დაავალოს შესაბამის ორგანოებს, საქმის სირღმისეული შესწავლა და ხელახალი გამოძიება.
33 ჭრილობა მქონდა, მათ შორის თავზე, მუცელზე, თირკმელზე. ტავზე პლასტიკური ოპერაცია ჩამიტარდა და დაზიანებული მაქვს ასევე ხელები, - ამბობს გურანდა აბულაშვილი.
გურანდა აბულაშვილის შესახებ მაყურებელლმა "შაბათის ეთერიდან" შეიტყო.
წყარო - "ტვ პირველი"