თეგებით ძიება

ქუჩები, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ურიცკის, სამრეკლოს, ბუხაიძის, ტირიფონის, დოქის, კუმისის, ანთელავას, შურდულის, თოიძის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის და ჭოხონელიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა