თეგებით ძიება

იმ სალომე ზურაბიშვილისგან, რაც მე 7 ნოემბერს მახსოვს, აღარაფერია დარჩენილი - გია ცაგარეიშვილი

შემიძლია დანანებით გითხრათ - იმ სალომე ზურაბიშვილისგან, რაც მე 7 ნოემბერს მახსოვს, აღარაფერია დარჩენილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ძალიან კარგად მახსოვს, ქალბატონი ზურაბიშვილის ყოველი გატარებული დღე გაერთიანებულ ოპოზიციაში. კარგად მახსოვს მისი მოსვლაც, წასვლაც. სამწუხაროდ იგი თავის პირველ საწყისებს დაუბრუნდა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილის ორბიტას. მან წარადგინა ის საგარეო საქმეთა მინისტრად და შემდეგ მანვე გააძევა სამინისტროდან. შემიძლია დანანებით გითხრათ - იმ სალომე ზურაბიშვილისგან, რაც მე 7 ნოემბერს მახსოვს, აღარაფერია დარჩენილი.

მას უნდა სცოდნოდა სად მოდიოდა და რა პასუხისმგებლობის მატარებელი იქნებოდა, უნდა სცოდნოდა როგორ იყო მისი ფუნქცია განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით. როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, შენ ყველას პრეზიდენტი უნდა იყო და არა კარი ჩაკეტო იმ ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ შენ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყავი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა