"ნაცმოძრაობაში" გააუქმონ პარტიის თავმჯდომარის პოსტი და გადაიტანონ სააკაშვილის მავზოლეუმში - გურამ მაჭარაშვილი
"ნაცმოძრაობაში“ ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ბოლოს, შეიძლება, კარის გამომჯახუნებელიც აღარავინ შერჩეს, ისე დაიშალონ. ამიტომაც, შევთავაზეთ ჩვენ “ნაცმოძრაობას“, რაც ახლა რამდენიმე წევრმა დააყენა, რომ ზოგადად გააუქმონ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, გადაიტანონ სააკაშვილის მავზოლეუმში ეს თავმჯდომარის სიმბოლური სკამი და შემდგომ, შეიძლება, ცოტათი დაწყნარდნენ. მაგრამ, ესეც არ უშველით.- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“, ეს მინიმუმ ორად გაყოფილი პარტია, უკვე ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ ვერ ხვდებიან ფორმალური თუ არაფორმალური თავმჯდომარეები რომლები არიან,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.