ვიდეოს გავრცელების შესახებ განცხადების შემდეგ ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
ვიდეოს გავრცელების შესახებ განცხადების შემდეგ მომღერალი ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ფორმულას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
მომღერალმა 7 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერს უვრცელებდნენ:
"პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!
ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში "სპიშკით" გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ!!!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ", - წერს მომღერალი.