თეგებით ძიება

„ნახევარზე მეტი ტრანზაქციიდან არაფერი დაბრუნებულა და თიბისი ბანკი პასუხსაც არ იძლევა“ - „ბიბლუსის“ფესტივალის სტუმრებს 30%-იანი ქეშბექი ამ დრომდე არ დაბრუნებია

7-10 დეკემბერს „ბიბლუსის ჯგუფმა“ „ექსპო ჯორჯიაში“ მასშტაბური საახალწლო ფესტივალი გამართა. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებდა - გარდა იმისა, რომ „ბიბლუსის“, „პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე 40 %-აინი ფასდაკლება ვრცელდებოდა TBC Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%-ს ქეშბექის სახით უნდა დაბრუნებოდათ. თუმცა, მომხმარებლების ნაწილს ქეშბექი ამ დრომდე არ დაბრუნებია. მათ შორისაა მოქალაქე, ამირან ღავთაძე რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ განხორციელებული 20 ტრანზაქციიდან თიბისი ბანკმა მხოლოდ 12 ტრანზაქციის 30% დაუბრუნა.  

„Biblusi • ბიბლუსი საახალწლო გამოფენა რომ იყო ხომ გახსოვთ. TBC - თიბისი  რომ დამატებით 30% ქეშბექს პირდებოდა ესეც ხომ გახსოვთ? ხოდა აბა სად არის? ალალი.

ვინც იყავით ამ ბაზრობაზე გადაამოწმეთ ყიდვების ტრანზაქციის რაოდენობა და ქეშბექით დარიცხულის რაოდენობა, ვისაც 1-2 აქვს ალბათ პრობლემა არაა მაგრამ ბევრ ტრანზაქციაში მაგრა მოუგეს.. ონლაინ ბანკით შეტყობინება მოიწერეო და 8 დეკემბრიდან როგორც იმ ქვეყნად წასული არ მიპასუხებს წერილზე ისე არიან.

ერთადერთი პირადმა ბანკირმა მითხრა 15 მდე უნდა გაასწორონო და რავი დღეს 19-ია. ისიც დააყოლა მარტო არ ხარო. დარწმუნებული ვარ ბევრი ვერც გაიგებდა ამიტომ გირჩევთ გადაამოწმეთ, ემთხვევა თუ არა რაოდენობები ერთმანეთს და შეაწუხეთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ამირან ღავთაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა