ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ყველაზე ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს
ამბობენ, რომ ყველა ადამიანს თავისი უხილავი დამხმარე ჰყავს - მფარველი ანგელოზი, რომელიც დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება და საფრთხისგან იცავს. ზოგჯერ ისინიც კი, ვისაც ანგელოზების არსებობის არ სჯერა, მისგან მომავალ სიგნალებს გრძნობენ.
თუმცა განსხვავება ანგელოზებს შორისაც არსებობს. სუსტებს ადამიანის დაცვა მხოლოდ მცირე პრობლემებისგან შეულიათ, ხოლო დიდი უბედურების წინაშე უძლურები არიან.
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ დაბადებისას ცაზე ვარსკვლავების განლაგება განსაზღვრავს თუ რომელი ანგელოზი გაჰყვება ახალშობილს მთელი ცხოვრების მანძილზე. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ოთხ ნიშანს ყველაზე ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს.
ვერძი
მფარველი ანგელოზის დახმარებით, ვერძი სწრაფად იპყრობს კარიერულ სიმაღლეებს. ბიზნესასპარეზზეც მათთვის ყველა კარი ღიაა. ვერძი ყოველ ნაბიჯს გულმოდგინედ გეგმავს და გაუმართლებელ რისკზე უარს ამბობს. მფარველი ანგელოზი მას საფრთხის მოახლოების შესახებ აფრთხილებს უჩვენებს მიზნისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.
ტყუპი
ტყუპები ასევე იღბლიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ტყუპებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. მფარველი ანგელოზის წყალობით ისინი ყოველთვის პირველები აღწევენ მიზანს.
ლომი
უჩვეულოდ კრეატიული და იღბლიანი ლომები ადვილად პოულობენ მეგობრებს, თუმცა მტრების დაახლოების საოცარი უნარიც გააჩნიათ. ლომს ძლიერი მფარველი ანგელოზი ყოველგვარი უსიამოვნებისგან იცავს და ეხმარება, რომ ნებისმიერი დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
მშვილდოსანი
სამყაროს კიდევ ერთი რჩეული მშვილდოსანია. ოპტიმისტს და საკუთარ ძალებში დარწმუნებულს სირთულეების არ ეშინია, რადგან ზუსტად იცის, რომ მფარველი ანგელოზი ყოველთვის მის გვერდითაა და არასდროს მიატოვებს. სწორედ ეს აძლევს მშვილდოსანს ოცნებების ასრულების ძალას.