თეგებით ძიება

ყავა ქალებს ჭარბი წონისგან იცავს - კვლევა

მათ, ვინც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამს, ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ ყავას სვამს.მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები The Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა გააანალიზეს აშშ-ს ჯანმრთელობისა და კვების კვლევის მონაცემები, რომელიც ჩატარდა 2003-2006 წლებში. მეცნიერები დაინტერესდნენ ყავის მოხმარებისდონეს, ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტულ რაოდენობასა და აბდომინალურ სიმსუქნეს შორის (ცხიმოვანი ქსოვილის მუცლის არეში დაგროვება) ურთიერთკავშირით.

გაირკვა, რომ 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც რეგულარულად სვამდნენდღეში ორ-სამ ფინჯან ყავას, აბდომინური სიმსუქნის დონე 3,4%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე იმავე ასაკის ქალებს, რომლებიც არ სვამდნენ ყავას. ხოლო 45-დან 69 წლამდეასაკის ქალებს, რომლებიც დღეში ოთხ ან მეტ ფინჯან ყავას სვამენ, მუცლის ცხიმი კიდევ უფრო ნაკლები აქვთ. მთლიანობაში, მკლვევარებმა გამოარკვიეს, რომ სხეულის ცხიმისსაშუალო პროცენტი ყველა ასაკის ქალებში, რომლებიც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამენ, 2,8%-ით დაბალია, ვიდრე მათ თანატოლებში, რომლებიც არ სვამენ ყავას. უფრო მეტიც, ესთანაფარდობა იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა სასმელი კოფეინს.

მამაკაცებში კავშირი ყავის მოხმარებასა და სხეულის ცხიმის პროცენტულ რაოდენობასშორის გაცილებით ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე ქალებში, მაგრამ ის ასევე არსებობს. ამრიგად, 20-44 წლის მამაკაცებს, რომლებიც დღეში ორ-სამ ფინჯან ყავას სვამენ, აქვთ1,3%-ით ნაკლები ცხიმი და აბდომინური ცხიმი 1,8%-ით ნაკლები, ვიდრე მათ, ვინცსაერთოდ არ სვამს ყავას.

„ჩვენი დასკვნები ვარაუდობს, რომ ყავა შეიცავს სხვა ბიოაქტიურ ნაერთებს, გარდაკოფეინისა, რომლებიც არეგულირებენ წონას და პოტენციურად შეიძლება გამოყენებულიქნას სიმსუქნის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა წამყვანმა ავტორმა ლი სმიტიანგლიამრასკინის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).

წყარო - mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა