თეგებით ძიება
15. 01. 2024 მსოფლიო

ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ ინტელექტს სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებენ

10 იანვრამდე, OpenAI-ს პროდუქტებით სარგებლობის წესებში მკაცრად იყო მითითებული, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალული იყო ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც შეიცავს ფიზიკური ზიანის მაღალ რისკს, მათ შორის სამხედრო აქტივობებს.

თუმცა, როგორც გამოცემამ The Intercept დაწერა, წესების ახალმა ვერსიამ შეინარჩუნა OpenAI-ს ნეირონული ქსელების გამოყენების აკრძალვა საკუთარი თავის ან სხვებისთვის ზიანის მიყენების მიზნით, იარაღის შექმნის ან გამოყენების ჩათვლით, მაგრამ პუნქტი ჯარში და სამხედრო საქმეებში გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, გაქრა.

აღნიშნული ცვლილება OpenAI-მ ChatGPT-ის წესებისა და პრინციპების ნაკრების გამარტივების აუცილებლობით ახსნა. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნა - „არ დააზიანოთ საკუთარი თავი და სხვები“, რჩება.

ექსპერტები კი განმარტავენ, რომ მაშინაც კი, თუ ChatGPT უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში არ გამოიყენება, ამ გზით მისი მუშაობა ჯარს სამხედრო ოპერაციებთან და ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა