“უკიდურესად მძიმე მდგომარეობით მოიყვანეს, აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები მუცლის ღრუში, თავის არეში, მხრებზე” - გურჯაანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები (ვიდეო)
კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გურჯაანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში , ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ახალგაზრდას 18 ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს არტერიიე, ღვიძლისა და გულმკერდის არეში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.