თბილისში გუშინ დაკარგული დათი გავაშელის ცოლი მიმართვას ავრცელებს
თბილისში გუშინ დაკარგული დათი გავაშელის ცოლი მიმართვას ავრცელებს.
"ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ, 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ! ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა!
არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია.
ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ.
თუ ვინმე შენიშნავთ, დამირეკეთ 591 00 02 20. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, რადგან პოლიცია იმედს ვერ გვაძლევს და უკვე დიდი დროა გასული" - წერს ლიზა ყარაშვილი.