"თუ გოგონა ჯვრისწერის გარეშე არ თხოვდება, ჩამორჩა და თუ 10-თან გაგორდება, დონეა...“ - რას წერს მამა ლევან ჯიქური?
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ დღეს ქვეყანაში ტენდენციურია რელიგიის, ტრადიციის, ქალწულების დაცვის და ყველაფერ ღირებულის დაცინვა.
"დღეს რომ ქვეყნაში რელიგიას, ტრადიციას, ქალწულების დაცვას და მოკლედ ყველაფერს რომ დასცინიან, გგონიათ რამე ახალია?
მაგალითისთვის ვიტყვი, დღეს თუ ნორმალურად დაჯექი სუფრასთან, საუბრობ, კარგ ხინკალს, ხაშლამას და საფერავს მიირთმევ, სადღეგრძელოებს ამბობ გოიმი ხარ. და თუ მაღალ მაგიდებზეა გაშლილი, სკამი არაა რომ დაჯდე და იპოდრომის ცხენივით ფეხზე დგომილა ჭამ, ალუბალს და რავი რა აწყვიახოლმე კიდე, სადღეგრძელოს არ ამბობ და ისე სწრუპავ, სახლში მშიერი და დაღლილი მოდიხარ დონე ხარ.
თუ გოგონა ჯვრისწერის გარეშე არ თხოვდები ჩამორჩა, და თუ ათთან გაგორდება და მერე დედალი ფუტკარივით ყველაზე მაგარს აარჩევს დონეა.
ბოლშევიკებმა საშობაოდ ნაძვის ხეც კი აკრძალეს, როგორც რელიგიური მავნე ჩვევების გადმონაშთი. ხალხის მტრად გამოცხადდა თოვლის ბაბუა.
მეცოდება ყველა ის ადამიანი ვინც არ იცის ისტორია, ესე ამონავებს ეშმაკი, ბრმა იარაღად იყენებს და თვითონ კიდე ჰგონია რომ რამე მაგარს და ახალს აკეთებს", - წერს მამა ლევანი.