,,ის რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტობრივად არის დიაგნოზი „ქართული ოცნების” ხელისუფლების” - ანა დოლიძე
პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და შეამოწმოს თბილისის მერია.
„ის რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტობრივად არის დიაგნოზი „ქართული ოცნების” ხელისუფლების. ნეპოტიზმი, კორუფცია, ჩაწყობა, არაკომპეტენტურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, ყველაფერი ეს კარგად გამოიხატება იმ ზარალში, რომელიც წერეთლის გამზირის პროცესმა მოგვაყენა და განსაკუთრებით მიაყენა დიდუბის მაცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქ.თბილისის მერიაში არსებობს აუდიტის სამსახური, რომელიც არის მის დაქვემდებარებაში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის შემოწმებას. მოვითხოვთ და ვფიქრობ, რომ უპრიანია და ახლა სწორედ ის დროა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა და სკულპულოზურად, დეტალურად შეამოწმოს ქ.თბილისის მერია”, – აცხადებს ანა დოლიძე.