თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

პაკისტანმა ირანის სარაკეტო დარტყმაზე პროტესტის ნიშნად თეირანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია

პაკისტანმა ირანის სარაკეტო დარტყმაზე პროტესტის ნიშნად თეირანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

გასული ღამით ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ეს უკანონო ქმედება კატეგორიულად მიუღებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ უკანონო აქტს. ამის შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.

ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ ირანის მთავრობას. ასევე ვაცნობეთ, რომ პაკისტანი თეირანიდან საკუთარ ელჩს გაიწვევს, ხოლო პაკისტანში ირანის ელჩი, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება, შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნდეს პაკისტანში. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი ვიზიტი გაუქმებულია“, - აღნიშნულია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში.

16 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა