თეგებით ძიება

12 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა, გოგონას ბიძამ კი სავარაუდო დამნაშავე დაჭრა - ახალი დეტალები კახეთში მომხდარ დანაშაულზე

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.

მამაკაცი გოგონას მამიდის ქმარია.

ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც გოგონას ბიძამ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია.

საავადმყოფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ .

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და გაუპატიურების მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა