თეგებით ძიება

"მძიმე მდგომარეობაშია, მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე" - როგორია 12 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცის მდგომარეობა?

12 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცი კომატოზურ მდგომარეობაშია - მის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ.

ირკვევა, რომ უმძიმესი ფაქტის შემდეგ 45 წლამდე კაცს ქვისლმა, გოგონას მეორე ბიძამ მძიმე ჭრილობები დანით სხვადასხვა ადგილას მიაყენა.

"45-წლამდე მამაკაცი, რომელიც შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, მძიმე მდგომარეობაშია. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ჭრილობა, რომელიც იყო შემავალი გულმკერდის ღრუში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მძიმე მდგომარეობაშია. მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე. შემოსვლიდან ამ მომენტამდე პაციენტის მდგომარეობა არის კომატოზური, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია. შემოსვლიდან ამ დრომდე მასთან იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და უწევენ მეთვალყურეობას", - ამბობს ექიმი.

12 წლის გოგონა ბიძამ გააუპატიურა. უმძიმესი შემთხვევა კახეთში მოხდა. მამიდის ქმარმა მოზარდზე ფერმაში იძალადა. სკოლის მოსწავლე უმძიმეს მდგომარეობაშია. საზარელი ფაქტის შემდეგ, მან მომხდარი დედას უამბო. გოგონას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა