"ჩემი სიძეა, მისი ცოლის სამძიმრის სუფრას ვამზადებდით, როცა 12 წლის გოგოს აუპატიურებდა... მოსაკლავია" - არასრულწლოვანის ბებია
12 წლის გოგოს გაუპატიურება კახეთში, ირკვევა, რომ კაცმა საკუთარი ცოლის ძმის შვილზე, ცოლის გარდაცვალებიდან 10 დღის თავზე იმ დროს იძალადა, როცა მთელი ოჯახი სამძიმრის სუფრას ამზადებდა. მოზარდის ოჯახი, დამნაშავის უმკსცრესად დასჯას ითხოვს.
"ჩემი სიძე უნამუსოა. მისი ცოლი ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. გულის დაავადება ჰქონდა, რადგან 6 წლის წინ მისი ძმა, ანუ ჩემი მეორე ვაჟი თვალწინ მოუკლეს და ეს ვერ გადაიტანა. ჩემი ვაჟი კი, რომელიც ახლა დაკავებულია, ოთხ ოჯახს არჩენდა, მათ შორის, ამ უნამუსო სიძეს. ჩვენ სამძიმრის სუფრის სამზადისით ვიყავით დაკავებული, როდესაც იგი 12 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 12 წლის გოგო მას ვანდეთ და ასე მოქცევა შეიძლება? ეგ საერთოდ მოსაკლავია", - ამბობს ბავშვის ბებია.
12 წლის გოგონა ბიძამ გააუპატიურა. უმძიმესი შემთხვევა კახეთში მოხდა. სკოლის მოსწავლე უმძიმეს მდგომარეობაშია. საზარელი ფაქტის შემდეგ, მან მომხდარი დედას უამბო. გოგონას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.