"უამრავი პროექტი და დაუსრულებელი საქმეები...როგორი ნაცნობია ეს ყველაფერი“ - იზა ომაძე ბაკურიანში დაღუპულ მეწარმეზე
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, სოციალურ ქსელში, ბაკურიანში მომხდარ ტრაგიკულად შემთხვევას ეხმაურება, რომლის შედეგად წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილი დაიღუპა.
"ძალიან დიდი ტკივილი, დიდი დანაკარგი, უამრავი პროექტი და დაუსრულებელი საქმეები, როგორი ნაცნობია ეს ყველაფერი, ნათელში იყოს.
“მინდა შვილებს ვაჩვენო, რამდენად დიდი ღირებულება აქვს საქმეში თავდადებას” ასე უთქვამს, გიორგი ტუხაშვილი, თავდადებით გაეგრძელებინოთ შენს შვილებს", - წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, დაღუპული 4 მცირეწლოვანი ბავშვის მამა იყო. ის დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ბაკურიანში ისვენებდა.