„ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მოსახლეობას აფრთხილებს:
1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი და ვიზირებ ოჯახის მწუხარებას.
2 ფენტანილზე დავწერე 100 და ახალს ვერაფერს ვიტყვი.
3 არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება .
4 მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.
5 შეცვალეთ კანონი და მომხმარებელს და დამოკიდებულ ადამინებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრბას, დახმარეთ და იზრუნეთ მასზე.
6 ზიანის შემცირებას მიხედეთ და ზიანი შეამცირეთ, რაც ნარკოტიკს მოაქვს ;არა ქაღალდზე, რეალობაში გაკეთეთ რამე.
7 ინფორმაცია გავრცელეთ ახალგაზრდებში რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით.
8 შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!
9 ჩატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე
10 გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში,
სადაც რეანიმატოლოგები ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ.
11 სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები ახალ ფსიქოატიურ ნივთიერებებით გამოწვეული მდგოამრეობის მართვის.
…………..
და ასე შეიძლება გავრძელო ძაან დიდ ხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.
იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი და გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი, რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვა და სხვა პროფესის ექიმი, რომელიც დაჟინებული მზერით და კიდე რა მეთოდებით მკურნალობს ადამინებს, გაურკვევლია ასე,რომ მე ჯობია სხვა სფეროში გადავიდე - წერს ზურა სიხარულიძე.