5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს - კოკა მორგოშია
ნატა ფერაძე ხუთი დღე საკანში დარჩება, კოკა მორგოშია ამბობს, რომ 5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს.
"5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს. მაგრამ ამ ეტაპზე, ქართველი ხალხის მხარეს გადადგმული კომპრომისი უფროა. სულ არარაობას ჯობია, რომ დაისაჯა და რაღაცა დღეები მაინც მოუწია ციხეში. ეს რომ არ განმეორდეს და მსგავსი ვანდალიზმი ნატა ფერაძეებმა და სხვა გიჟებმა რომ არ მოისურვონ, კანონი უნდა მიიღონ უმოკლეს ვადებში", - ამბობს მორგოშია
სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.