თეგებით ძიება
03. 02. 2024 მსოფლიო

"თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე, საჰაერო იერიშები მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით განახორციელა.

ბაიდენი ამბობს, რომ "პასუხის გაცემა" დღეს დაიწყეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.

"შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება ცდილობდეს ზიანის მოყენებას, უნდა იცოდეს - თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ," - ამბობს ბაიდენი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას.

შეგახსენებთ, რომ იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა, რის შედეგადაც 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დღეს დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა