თეგებით ძიება

დავით ევგენიძე გიგა კობალაძეზე: ხელფასი ჰქონდა მარტო იმხელა, რომ 200 ავტორს ნორმალურ ჰონორარს გადაუხდიდა

ხელფასი ჰქონდა მარტო იმხელა, რომ იმ ხელფასით 200 ავტორს გადაუხდიდა ნორმალურ ჰონორარს, - ამის შესახებ მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე, გიგა კობალაძეზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიღაცა თაღლითობაზე რომ დაგიჭერს, შენი ყველაზე იოლი გამოსავალია თქვა, რომ რუსეთუმეა - ვის ეუბნებიან რუსეთუმეს მე, მაცაცო სეფისკვერაძეს და მარიკა კვალიაშვილს?! კაპიკებს არ უხდიდნენ ავტორებს. საქპატენტმა, პარლამენტმა ამხილა და ახლა საქმე სასამართლოშია. არ შეიძლება 15 მილიონი მოიპარო და თქვა, რომ 15 კაპიკი მაქვს“, - აღნიშნა ევგენიძემ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა