თეგებით ძიება

რამდენადაც შეგვეძლო, მაქსიმალურად სწრაფად და დროულად ვიმოქმედეთ – შს მინისტრი შოვის ტრაგედიაზე

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს, უსმენენ.

სხვადასხვა თემასთან ერთად, მას დეპუტატებმა კითხვა 2023 წლის 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიის შესახებაც დაუსვეს.

„შოვის ტრაგედიაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, არამარტო მე, არამედ, მთლიანად მთავრობამაც. ეს ტრაგედია და ბოლო წლების უდიდესი უბედურება იყო, რაც საქართველოში მომხდარა. იქ ჩვენი თვალი ვუყურებდით, როგორ მდგომარეობაში ამოგვყავდა გარდაცვლილების სხეულები მიწიდან.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – ვეცადეთ გადაგვერჩინა ისინი, ვისი გადარჩენის საშუალებაც იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი დიდი უბედურება მოხდა, რომ ამის თავიდან არიდება ვერანაირად ვერ მოხდებოდა. რამდენადაც შეგვეძლო, მაქსიმალურად სწრაფად და დროულად ვიმოქმედეთ. მაგრამ, ვფიქრობ, მსგავს ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ“, – თქვა გომელაურმა.

 

შეგახსენებთ, შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა