თეგებით ძიება

ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად - არჩილ გამზარდია

დაკანონება გზას უკეტავს არალეგალურ ქმედებას, მკაცრად სვამს კანონის ჩარჩოში, მეტ შესაძლებლობას ქმნის კონტროლისა და პასუხისმგებლობისათვის - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია 19 წლის გოგონას ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად, იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, ტრეფიკინგი პროსტიტუციისას, იარაღით მკვლელობები თუ სხვა.

დაკანონება გზას უკეტავს არალეგალურ ქმედებას, მკაცრად სვამს კანონის ჩარჩოში, მეტ შესაძლებლობას ქმნის კონტროლისა და პასუხისმგებლობისათვის და ა.შ.

არასდროს მიცხოვრია კლუბური ცხოვრებით, არასდროს გამისინჯავს არანაირი ნარკოტიკი, მარიხუანაც კი არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მყარად მჯერა, რომ მისი მავნებლობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ კანონში მოქცევითა და კონტროლით, ამიტომაც მიმაჩნია რომ ისიც უნდა იყოს ლეგალური, რაც კანონისმიერი კონტროლის მეტ სივრცეს ქმნის და ამცირებს ე.წ. "იატაკქვეშეთურ ბიზნესს", რომლებსაც, როგორც წესი, ძალაუფლების წარმომადგენლები ანხორციელებენ - წერს არჩილ გამზარდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა