თეგებით ძიება

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

 დეკანოზი, გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. როგორც მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ TV პირველთან განაცხადა, დეკანოზს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

„მივდივართ სტამბულში, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თავისი ფეხით დაბრუნდება სამშობლოში. არათუ გადადგილება, ჯდომაც არ შეუძლია დამოუკიდებლად”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, მან თქვა, რომ მისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გამოსწორება”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა